ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან
24 მაისი 2025
 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და გამოეთქვათ მოსაზრებები ქალაქისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
ახალგაზრდებთან შეხვედრას საკრებულოს უმრავლესობის წევრი რიჩარდ სირაბიძე ესწრებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 23
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები