ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილი გაიხსნა
26 მაისი 2025
 

დღეს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილი გაიხსნა.
სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
პროექტის ფარგლებში, არსებული ქვაფენილის ნაცვლად, სტაბილიზებულ საფუძველზე, ასფალტის სამი ფენა მოეწყო, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, ბორდიურებსა და გარეგანათების სისტემას. გზაგამყოფ ზოლში მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.
რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე სისტემისა და ჭების მოწყობა. ცენტრალური პარკის მხარეს არსებულ სავალ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, ხოლო მეორე მხარეს - მიმდინარეობს პირველი ფენის დაგების სამუშაოები. პარალელურად მონტაჟდება ბორდიურები და დეკორატიული ფილები.
პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება.
პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს.
რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზები:
N1 - ხიმშიაშვილის - გორგილაძის - მელიქიშვილის - რუსთაველის - გოგებაშვილის ქუჩები
N1 ა - გოგებაშვილის - რუსთაველის - მელიქიშვილის - გორგილაძის - ხიმშიაშვილის ქუჩები
N7 - გრიბოედოვის - გორგილაძის - მელიქიშვილის - რუსთაველის - თავდადებულის ქუჩები
N7 ა - თავდადებულის - რუსთაველის - მელიქიშვილის - გორგილაძის - გრიბოედოვის ქუჩები
N10 და N10 ა - ხიმშიაშვილის - გორგილაძის - მელიქიშვილის - გოგებაშვილის ქუჩები - უკუმიმართულება იგივე.
N11 და N15 - სრულიად უბრუნდებიან ძველ მარშრუტებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 65
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები