ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა სტუდენტებთან და მოსწავლეებთან
06 ივნისი 2025
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში სტუდენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უმასპინძლეს.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და ქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრეს, მადლობა გადაუხადეს მათ ახალგაზრდულ პროექტებსა და პროგრამებში აქტიური მონაწილეობისთვის და ხაზი გაუსვეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ საკრებულოს წევრებისა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლისგან მიეღოთ ინფორმაცია აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრაში, რომელიც ბათუმის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით გაიმართა, ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური, საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი რიჩარდ სირაბიძე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 45
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები