2025 წლის 19 ივნისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა №1-სა და №3-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგე¬ბობაში არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემის და გაზრდილი ფართობის (რომელიც იზოლირებულია და შესაძლე¬ბელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება) ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის საკითხი.
სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №94-96-ის მიმდებარედ, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამული ღონისძიების (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმის) შესაბამისად გადასაცემი ბინების თაობაზე არსებული დანართის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების შესახებ.
კომისიამ ასევე განიხილა, ქ. ბათუმში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა №9-სა და ქ. ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგე¬ბობაში არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემის და გაზრდილი ფართობის (რომელიც იზოლირებულია და შესაძლე¬ბელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება) ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის საკითხი.
სხდომაზე მსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ახალგაზრდობის ქუჩა N18-ში, 1 სართულზე მდებარე N24ა ბინის, ქ. ბათუმში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა N123-ში, 1 სართულზე მდებარე N17 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. აღნიშნული საკუთრებების გადაცემა განხორციელდება ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის შესაბამისად, იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
კომისიამ ასევე განიხილა განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა N71-ში მდებარე შენობა ნაგებობის მესამე სართულზე არსებული 37.87 კვ.მ. N64 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, იგეგმება ალელიშვილების 6-შვილიან ოჯახზე, საერთო ჯამში, 130 კვ.მ-დე საცხოვრებელი ფართის გადაცემა.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო ხვალ მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.