2025 წლის 31 ივლისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ც ნ ო ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2025 წლის 31 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის
განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) მიმდინარეობს 2025 წლის 31 ივლისს დღის 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:
საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - გიორგი სურმანიძე)
საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 3. „ევროკავშირის Interreg NEXT BSB პროგრამის ფარგლებში პროექტისთვის „თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში (BSB00961 –Blue&Green Resilience) გრანტის მიღებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი - რუსუდან ჟოჟაძე)
საკითხი 4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი თავართქილაძე)
საკითხი 5. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შე სახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი თავართქილაძე)
დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2025 წლის 29 ივლისს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 31 ივლისი.