2025 წლის 26 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მორიგი სხდომა
26 სექტემბერი, 2025 წელი
11.00 საათი, ქალაქი ბათუმი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი :
საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე)
საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე)
საკითხი 3. „ქალაქ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე)
საკითხი 4. „ქალაქი ბათუმში აეროპორტის უბანში მუხრან მაჭავარიანის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე გზის მონაკვეთისათვის მიხეილ შარაშიძის ქუჩისა და მიხეილ შარაშიძის I, II, III, IV და V ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ“ 2011 წლის 12 სექტემბრის N234 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ნატალია ძიძიგური)
საკითხი 5. „ქალაქ ბათუმში ინასარიძის და კობალაძის ქუჩების კვეთაში (ს/კ 05.24.04.289) არსებული მონაკვეთისთვის, სკვერის სტატუსის და მასზე შალვა ინასარიძის სახელის მინიჭების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ნატალია ძიძიგური)
საკითხი 6. „ქალაქ ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილი მე-2 შესახვევი N16-ში და აფსაროსის გზატკეცილი მე-2 შესახვევი N16-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.36.22.130; ს/კ 05.36.22.618) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი (შპს „სეიფ ინვესტ“)
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი გიორგი წანაწყენიშვილი)
საკითხი 7. „ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქ. N65-ში და ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქ. N67-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.30.09.075; N05.30.09.076) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი ( შპს „ბათნეოინვესტ“)
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი გიორგი წანაწყენიშვილი)
საკითხი 8. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის N25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი გიორგი წანაწყენიშვილი)
საკითხი 9. „ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N15; N15 ა ; N17; N19; N21; N23; N25; N25ა; N27, დაბა მახინჯაური, თბილისის გზატკეცილი N15; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი განთიადი, დაბა მახინჯაურის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 05.30.39.006; 05.30.39.007; 05.30.39.011; 05.30.39.012; 05.30.39.019; 05.30.39.021; 05.30.39.023; 05.30.39.025; 05.30.39.026; 05.30.39.030; 05.30.39.031; 05.30.39.037; 05.30.39.041; 05.30.39.043) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 აგვისტოს N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი (შპს „სიფერლი“)
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი გიორგი წანაწყენიშვილი)
საკითხი 10. „ქალაქ ბათუმში, ბაღის ქ.N10ზ-ში; ბაღის ქ.N10დ-ში; ბაღის ქუჩაზე; ბაღის ქ.N10ვ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.34.25.745; N22.21.01.050; 05.34.25.768; 05.34.25.619) და საზოგადოებრივ სივრცეზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის Nგ-15.15241529 განარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი (შპს „ქეიპ 23’’)
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი გიორგი წანაწყენიშვილი)