2025 წლის 22 ოქტომბერს ს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი განიხილა. კერძოდ, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გოგებაშვილის ქუჩა N84-ის მიმდებარედ არსებული 1584,0 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში სახელმწიფოსა და შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით. აღნიშნულ საკითხს ბათუმის საკრებულო ხვალ, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
კომისიამ ასევე განიხილა და ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის, ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N2 დადგენილების შესაბამისად, თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს, ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში, მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში, ცვლილებების განხორციელების თაობაზე. კანონის თანახმად, ბათუმის მერი, ასიგნების 5%-ის ფარგლებში, ბიუჯეტში ცვლილებას ახორციელებს ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თანხმობით. შესაბამისად, ცვლილება ხორციელდება მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ ,,მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობის“ პროგრამაში ასიგნების 1,8%-ის და ,,კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაში ასიგნების 0,6%-ის ფარგლებში.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.



ისტორია

































