ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
01 სექტემბერი 2015
 

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვლისწინებული რვა საკითხიდან დეპუტატებმა შვიდი  განიხილეს, ერთი საკითხი  - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისთვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის N73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადაიდო. 
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის მიერ წარდგენილ საკითხს - „ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების შესახებ“, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის - ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი)  სახელის მინიჭებას ითვალისწინებდა, დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
 დღესვე ცვლილება შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომელიც 5,269.3 ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტი, ძირითადად, ბათუმში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებსა და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს მოხმარდება.
დეპუტატებმა, ასევე, იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საქართველოს პარლამენტის მიერ  2015 წლის 22 ივლისს შეტანილ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს რიგითი წევრის სადეპუტატო ხარჯების ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15%-ს. ამდენად, საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ახალი რეგულაციის მიხედვით უნდა ანაზღაურდეს.
დღესვე ცვლილება შევიდა „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და ინსრტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის N27  დადაგენილებაში, რომლის მიხედვითაც,ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნას ნაწილ-ნაწილ, კერძოდ: მოსაკრებლის მთლიანი ოდენობის 40 % - მშენებლობის ნებართვის გაცემის მესამე სტადიაზე, ხოლო, დარჩენილი 60 %- მშენებლობის ნებართვის მიღებიდანექვსი თვის განმავლობაში. 
საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა „მუნიციპალური ნარჩენების მართვის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია“, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე უხელმძღვანელებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7470
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები