ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის მორიგი სხდომა
10 სექტემბერი 2015
 

დღეს ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის მდგომარეობა ზოგადად ქვეყანაში და მათ შორის, ჩვენს ქალაქში არადამაკმაყოფილებელია, ამიტომაც საჭიროა სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა, რათა გამოსავალი, რაც შეიძლება მალე მოიძებნოს.
შეხვედრაზე ბათუმის სანდასუფთავების ხელმძღვანელმა, დავით ასამბაძემ პოლიეთილენის ბოთლებისთვის განკუთვნილი კონტეინერების თვალსაჩინო მასალა წარმოადგინა. ნარჩენების დასახარისხებელი ყუთების ქალაქში დადგმის იდეა კომიისიის წევრებმა ერთხმად გაიზიარეს. გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა, ნოდარ კონცელიძემ აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე თუ შეიქმნება ისეთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საზოგადოების წარმომადგენლებთან, გამგეობებთან, ამხანაგობებთან ან ლოკალურად ადგილებზე, ეს ხელს შეუწყობს  ნარჩენების მართვის საკითხში ცნობიერების ამაღლებას. ნოდარ კონცელიძის თქმით, საზოგადოება უნდა იყოს წინასწარ ინფორმირებული, თუ რასთანდაკავშირებითდაიდგმებაეს ყუთებიდარატომარისსაჭირონარჩენებისსეპარირება. მისივე თქმით, თუ დაინერგება ნარჩენების დახარისხების სისტემა და  შესაბამისი დოკუმენტაცია მიეწოდება  დონორ ორგანიზაციებს, შესაძლებელი გახდება ქალაქისთვის აღნიშნული კონტეინერების შეძენა გრანტის ფარგლებში. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეგროვებული პოლიეთილენის ბოთლების ნარჩენების ტრანსპორტირებისა და გადამუშავების საკითხსაც. გადაწყდა, რომ სექტემბრის ბოლოს კომისიის სხდომაზე  მოიწვიონ ბათუმში მოქმედი იმ კერძო საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებიც პოლიეთილენის ნარჩენებს ამუშავებენ.
კომისიის წევრები ასევე შეთანხმდნენ იმაზეც, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურად ითანამშრომლონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში ნარჩენების სეპარაციის თემის პოპულარიზაციას.
როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, მომდევნო შეხვედრა სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8204
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები