ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თანამშრომლებმა ადლიის სანაპირო დაასუფთავეს
19 სექტემბერი 2015
 

დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ მიერ დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში - „დავასუფთავოთ საქართველო“ - მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში საკრებულოს თანამშრომლებმა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ადლიისსანაპირო დაასუფთავეს.
აქცია „დავასუფთავოთ საქართველო“ ნაწილია  ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანიისა -„დავასუფთავოთ მსოფლიო“, რომელშიც პლანეტის 135 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო უკვე მეხუთე წელია აქტიურადაა ჩართული ამ კამპანიაში. აქციის მიზანია, საზოგადოების ცნობიერებისა და შეგნების ამაღლება, საზოგადოების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.
დღევანდელ აქციაში ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად  ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა დასანდასუფთავების სამსახურის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„დავასუფთავოთ მსოფლიოს“ აქციის წლის დევიზია: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა“.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7947
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები