ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს წევრები მოსახლეობას შეხვდნენ
21 სექტემბერი 2015
 

დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში - ირაკლი მიქელაძე და საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - დიმიტრი დარჩია კახაბრისა და  მესხის ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ და რეაბილიტირებული ქუჩები დაათვალიერეს.
დეპუტატებმა ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან რომან დუმბაძესთან და მერის წარმომადგენლის თანაშემწესთან, ტარიელ შერვაშიძესთან ერთად მოინახულეს.
ირაკლი მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო: „გადავწყვიტეთ, პირადად შევხვედროდით კახაბრისა და მესხის ქუჩების მოსახლეობას, რათა ადგილზე დაგვეთვალიერებინა და შეგვეფასებინა ამ ქუჩაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოგვესმინა მოსახლეობისათვის“.
ადგილობრივი მოსახლეობა შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია, თუმცა საკრებულოს წევრებთან ისაუბრეს იმ პრობლემებზეც, რომლებიც მათ ამ ეტაპზე აწუხებთ, კერძოდ, მოსახლეობა ითხოვს საკანალიზაციო, სანიაღვრე არხებისა და ტრანსპორტის საკითხების მოგვარებას.
ირაკლი მიქელაძის განცხადებით, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მოწესრიგება პროექტით არის გათვალისწინებული და იგი ეტაპობრივად განხორციელდება. 
აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად მოიხსნა დაზიანებული ასფალტი და გრუნტი. მოწესრიგდა გზის საფარი, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 262 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გზებმა“ შეასრულა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8371
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები