ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ორწლიან მუშაობას აჯამებს
22 სექტემბერი 2015
 

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო  საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დღეს მგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორწლიანი მუშაობა შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე, გაეცნენ საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
როგორც ბათუმის გენდერული საკონსულტაციო  საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ბერაძემ განაცხადა, საბჭო უახლოეს პერიოდში კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს, რომელებსაც  საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად. პროექტები, ძირითადად, შეეხებაადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას მუნიციპლური პროექტების დაგეგმარებაში და ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6872
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები