ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ირაკლი მიქელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
22 სექტემბერი 2015
 

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში - ირაკლი მიქელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დეპუტატთან ერთად შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდნენ საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე -  თამაზ თურმანიძე, ბათუმის ვიცე-მერი - ბაგრატ მანველიძე, მერის  წარმომადგენელი - რომან დუმბაძე, მერის წარმომადგენლის თანაშემწეები - ტარიელ შერვაშიძე და სულიკო გოგოლიშვილი.  საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა  ადლიის I  და III ჩიხების, ასევე ხიმშიაშვილისა და გურიელის რეაბილიტირებული ქუჩები დაათვალიერეს და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ.
შეხვედრისას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხი, ასევე მწვავედ დგას წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგების საკითხი. გურიელის ქუჩის მოსახლეობამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ აეროპორტის ცენტრალურ მაგისტრალზე ხშირად იმართება ავტორბოლები, რაც იწვევს ხმაურს და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. მოსახლეობა გზის ამ მონაკვეთზე ითხოვს სათვალთვალო კამერების და სიჩქარის მარეგულირებელი ნიშნების დაყენებას.
ირაკლი მიქელაძის თქმით, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების საკითხი აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა ქუჩის საერთო პრობლემაა და ამ საკითხის მოგვარებაზე მერია და საკრებულო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ავტომაგისტრალიდან შემოსულ ხმაურს, მერიის წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ მოსახლეობის თხოვნა გათვალისწინებული იქნება და ამ საკითხის მოგვარების მიზნით, შესაბამის უწყებებს მიაწვდიან ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულ ქუჩებზე ამ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია: მოასფალტდა გზები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, გაკეთდა სანიაღვრე კოლექტორები.
ადლიის I  ჩიხის კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან - 182 000 ლარი, ადლიის III ჩიხისთვის  - 220  000, ხიმშიაშვილის ქუჩისთვის - 198 934, ხოლო გურიელის ქუჩისთვის 247 000 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანიები  შპს „გზები“, „ზიმო7“ და ბონდი 2009“ ასრულებდნენ.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7397
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები