ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
24 სექტემბერი 2015
 

დღეს რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea თანამედროვე ხელოვნების სივრცე 41/41-ში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალზე რეკლამის სპეციალისტები ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ვორქშოპები და მასტერკლასები.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბათუმის მერიდა საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა და ბათუმის მერია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6767
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები