2023 წლის 25 იანვარს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს „იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დამდგენი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კომისიას, რომელშიც საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე ხელმძღვანელობს.
პროექტის პრეზენტაცია მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა წარმოადგინა, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა:- ვინ უნდა იყოს აღნიშნული პროექტის პოტენციური ბენეფიციარი, რა კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, უნდა იყოს თუ არა გადამხელუნარიანი, სოციალურად დაუცველი პირი - ამ და სხვა საკითხებზე კომისია თითქმის სამი საათი მსჯელობდა.
მომდევნო სხდომისთვის დაიგეგმა უკვე კომისიის წევრების მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმების ვარიანტების მოსმენა და განხილვა.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მოქალაქეთა ხელმისაწვდომი და სათანადო ხარისხის საცხოვრისით უზრუნველყოფის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნის მიღწევა განხორციელდება ქ. ბათუმის მოქალაქეებისათვის ახალი საცხოვრისის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გრძელვადიანი გამოსყიდვის უფლების მექანიზმების შექმნით.