2023 წლის 25 იანვარს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დღეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 17 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები. ხმის მიცემისგან, ფრაქციის სახელით, ასევე, თავი შეიკავეს „რესპუბლიკელებმა“ - თეიმურაზ ყურაშვილმა და ზაურ ახვლედიანმა.
დღეს გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ოთხი საკითხი განიხილეს. დეპუტატთა გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ინასარიძის ქუჩაზე მდებარე 1024 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას განახორციელებს. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სპორტული დარბაზის მშენებლობის მიზნით მე-17 საჯარო სკოლისთვის 126,94 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემასაც.
დღევანდელ სხდომაზე, ასევე, დამტკიცდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2016 წლის სასწავლო გეგმა. გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 150 საჯარო მოხელე 9 მიმართულებით გადამზადდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარია გამოყოფილი.