ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა
20 ნოემბერი 2015
 

ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედი კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა.
შეხვედრაზე ინოვაციური მოწყობილობის  “smart bin“-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი ხდება სანდასუფთავების სამსახურისთვის სანაგვე ურნების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. „smart bin“-ი ეს არის ენერგოეფექტური მოწყობილობა, რომელიც ზოგავს დროს და ამცირებს ხარჯებს.
საპილოტე პროგრამის განხორციელებას მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყებს. აღნიშნული პროექტი სეპარირებული მართვის პროგრამის ნაწილია, რომელსაც ბათუმი ქ.გოლდენის მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს.
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ესწრებოდა,  ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმაც განიხილეს.

იხილეთ ბმული: http://ajaratv.ge/ge/news/society/narchenebis-komisiis-skhdoma/104558

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7063
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები