ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
25 ნოემბერი 2015
 

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა და „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N 46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კომისიის სხდომაზე 9 თვის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა ბათუმის მერიის სამსახურების - განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებების, საბავშვო ბაღების გაერთიანების, ბათუმის სპორტული ცენტრის, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის  ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს.
კომისიის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, რომელიც  სპორტული კლუბების მხარდაჭერის, ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებების, ხელოვნებისა და კულტურის, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისა და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებში ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6736
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები