ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია საკრებულოში
18 დეკემბერი 2015
 

ქ.ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის  მიერ შესყიდულ იქნა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებული  დაახლოებით 240-მდე შენობა-ნაგებობის ინვენტარიზაციის პროექტი.  სამუშაოები  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია  „გეოგრაფიკმა“ განახორციელა. სპეციალისტები ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ   კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლების ინვენტარიზაციასა და   შენობების კონსტრუქციულ, არქიტექტურულ, სამართლებრივ და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებების  შეფასებაზე. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.
პრეზენტაციას ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7056
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები