2024 წლის 26 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ჩავლეიშვილი და ლაშა სირაბიძე გერმანიის რესპუბლიკის ქ.როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს შეხვდნენ. შეხვედრას, რომელსაც მერიის ეკონომიკური სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრაზე, საუბარი ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს შეეხო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა დოკუმენტზე ,,ბათუმი 2025“, რომელიც ქალაქ როსტოკის მიერ შემუშავებული ანალოგიური დოკუმენტის გათვალისწინებით ხორციელდება.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ორი ქალაქის შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებს შორის.
როგორც ცნობილია, ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებულია პარტნიორობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს სატრანსპორტო დაგეგმვის, გამწვანების, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის დაცვის, განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და ზოგადად, ქალაქის განვითარების მიმართულებით.
ორ ქალაქს შორის პარტნიორული პროექტები გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოება ,,GIZ“-ის მიერ ფინანსდება.