ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა ბათუმის საკრებულოში
29 იანვარი 2016
 

დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ქ. ბათუმის მერიის სამსახურების ხელმძღვანელების ინფორმაცია უხვი ნალექის შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობის, ასევე -  აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ გააკეთა განცხადება საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით და ფრაქციების ხელმძღვანელებს სთხოვა წარადგინონ აღნიშნული საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს წევრი კანდიდატები.
საკრებულოს სხდომაზე იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა სოციალურად დაუცველმა ნესტან გოგიტიძემ.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც,  ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტიდან გარდამავალი ნაშთის საფუძველზე განხორციელდება 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ზრდა ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქის მერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მაიაკოვსკის ქ. N55გ-ს მიმდებარედ არსებული 241,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცეს ს.ს.ი.პ. აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, ანსამბლის შენობის მიმდებარე გამწვანებულ ტერიტორიაზე ღვაწლმოსილ ხელოვანთა ხეივნის დაარსების საქმეში  ხელშეწყობის მიზნით.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ახალი ინსტრუქცია.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც სულიკო ჟღენტის ქუჩიდან ატრაქციონამდე (პანორამული ბორბალი) საავტომობილო გზა გარდაიქმნა ქუჩად და მას ეწოდა თენგიზ აბულაძის სახელი.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ, ასევე, მხარი დაუჭირა საკრებულოს განკარგულებაში ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6579
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები