ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საპასუხო ვიზიტი უკრაინასა და პოლონეთში
15 მარტი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი და აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩავლეიშვილი საპასუხო ვიზიტით უკრაინასა და პოლონეთს სტუმრობდნენ.
 დელეგაციის წევრებმა,  ერთი თვის წინ, პოლონელ და უკრაინელ კოლეგებს ბათუმში უმასპინძლეს, სადაც დაიგეგმა აღნიშნული ვიზიტის დეტალები.
 ირაკლი ჩავლეიშვილმა შეხვედრები პოლონეთის  ქალაქ ნისას მუნიციპალიტეტსა და უნივერსიტეტში გამართა. დელეგაციის წევრებმა, ასევე, დაათვალიერეს ადგილობრივი საწარმოები.  შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ ჩვენი ქალაქის მიმართ დაინტერესება კულტურული და ეკონომიკური კუთხით,  ძალიან დიდია.
ოფიციალური შეხვედრები დელეგაციამ უკრაინის ქალაქ ტერნოპოლშიც გამართა. როგორც ცნობილია ტერნოპოლი ბათუმთან  დამეგობრებული ქალაქია. შეხვედრების მთავარი თემაც უკვე მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა პოეტ ტარას შევჩენკოს დაბადების 202-ე წლისთავისადმი  მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, პატივი მიაგეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული უკრაინელი გმირების საფლავებს და უკრაინის ეროვნული გმირის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ მიტინგსაც შეუერთდნენ. 
ბათუმის დელეგაციის ვიზიტი აქტიურად შუქდებოდა ადგილობრივ მედია საშუალებებში, რომლებიც, ძირითადად, ჩვენი ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალით ინტერესდებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6001
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები