მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
საკრებულოს წევრებმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
	23 მარტი 2016
	
		დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა და საკრებულოს წევრებმა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას მთავრობის, მერიისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს და დრამატულ თეატრთან მდებარე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ წლების წინ მომხდარი ისტორიული ფაქტები გაიხსენეს, ასევე, ისაუბრეს 1990 წელს განხორციელებული გათხრებისა და აღმოჩენილი საფლავების შესახებ.
1921 წლის მარტში ბათუმში თავისუფლებისთვის ბრძოლაში 84 მებრძოლი დაიღუპა. ამჟამად თავისუფლების მოედანზე 50 გმირის საფლავია.
მნახველთა რაოდენობა: 7458
	ბმულები
		
	



 ისტორია
ისტორია

























