ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის ახალგაზრდული საკრებულოს სხდომა
29 მარტი 2016
 

29 მარტს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბათუმის ახალგაზრდული საკრებულოს  სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი და  ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელები“–ს თავმჯდომარე თეიმურაზ ყურაშვილი ესწრებოდნენ.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ხუთი კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს და სამომავლო პროექტები განიხილეს,  ირაკლი ჩავლეიშვილმა კი ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის  როლზე ესაუბრა და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.
ბათუმის ახალგაზრდული საკრებულო, რომელიც 25 წევრისგან შედგება და ჰყავს თავმჯდომარე, წარმოადგენს X-XI-XII კლასის მოსწავლეების  გუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებით.
 პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უტარდებათ ტრენინგები, ხვდებიან ცნობილ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და საზოგადო მოღვაწეებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5599
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები