ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რამაზ სურმანიძის წიგნის პრეზენტაცია
08 აპრილი 2016
 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან არსებულმა გაერთიანებამ „სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფმა“ პროექტის  - „თაობათა კულტურული დიალოგი, როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლის“ -  შედეგების პრეზენტაცია გამართა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში პოზიტიური კომუნიკაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებში  გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური, სქესობრივი და გენდერული აღზრდის კუთხით არსებული პრობლემები. შეიქმნა და გამოიცა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საკრებულოს წევრის, პროფესორ რამაზ სურმანიძის დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო - „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის ექიმების, პედაგოგებისა და მშობლებისთვის. გამოცემული ნაშრომისა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, გენდერულ და არაძალადობრივი ცნობიერების, თაობათაშორისი ჯანსაღი კომუნიკაციის იდეის პოპულარიზაციაზე თავად წიგნის ავტორმა ისაუბრა. რამაზ სურმანიძემ მოწვეულ სტუმრებს  წიგნები საჩუქრად გადასცა.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან ჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების შედეგებზეც ისაუბრეს.
ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5983
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები