ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
09 აპრილი 2016
 

დღეს კიდევ ერთხელ გაიხსნეს და პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ ეროვნულ გმირებს. 9 აპრილის მემორიალთან დღეს ბათუმის საკრებულოს წევრები აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და  ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ და გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს  თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას  21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
1991 წელს 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოცხადდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5456
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები