ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომაზე 2016 წლის პირველი კვარტლის ანგარიში მოისმინეს
24 მაისი 2016
 

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე  დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე ქალაქის  2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის  შესრულების ანგარიში   მერიის  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებების, საბავშვო ბაღების გაერთიანების, ბათუმის სპორტული ცენტრის, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისა და ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის  ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს. წარმოდგენილი ანგარიში კომისიის წევრებმა  დადებითად შეაფასეს. 
სხდომაზე ქ. ბათუმში, ვაჟა–ფშაველას ქ. N5–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ალექსანდრე (საშა) ჯიჯეიშვილის, გორგილაძის ქ. N74–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თემურ (თემელ)  მიქელაძის, გორგილაძის ქ. N63–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე იაშა (იაკობ) ხალვაშის მემორიალური დაფების  განთავსების შესახებ განკარგულების პროექტები განიხილეს.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხთა განხილვა  საკრებულოს მორიგ სხდომაზე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5439
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები