ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში ბაღების ვაუჩერიზაციის საკითხს განიხილავენ
07 ივნისი 2016
 

ბათუმის საკრებულოში დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციის საკითხის შემსწავლელი მუშა ჯგუფი შეიკრიბა. მუშა ჯგუფი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წინადადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა და მას საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების, სამოქალაქო რეესტრის, კერძო საბავშვო ბაღისა  და ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ითქვა, რომ იგეგმება ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა. მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე მიიჩნევს, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემაც ისე მწვავე აღარ იქნება, როგორც ეს გასულ წლებში იყო. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს კონკრეტულ წინადადებებზე, რომლის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით შემუშავდება კონცეფცია და წარედგინება საკრებულოს.
 ნატალია ზოიძემ დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის 2016 წლის 6 ივნისის მდგომარეობით არსებული მონაცემებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც ბათუმში რეგისტრირებულია სამიდან ოთხ წლამდე ასაკის - 2 869, ოთხიდან ხუთ წლამდე ასაკის - 2 809, ხოლო ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის  - 2788 ბავშვი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4340
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები