ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით
08 ივნისი 2016
 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საკრებულოს მუშა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მუშა ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ წინადადების საფუძველზე შეიქმნა და მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში არიან საკრებულოს წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და აჭარის არ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ქალაქში სატრანსპორტო  ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტით ქუჩების გადატვირთვასთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა სირაბიძემ განაცხადა,  შეხვედრის მიზანია შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტულ სეზონზე ქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვას. სამუშაო ჯგუფი საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ წინადადებებს ბათუმის საკრებულოს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების, მუნიციპალიტეტთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3428
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები