ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან
21 აპრილი 2016
 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა ბათუმის საკრებულოსთან არსებულ „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ წევრებთან და საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საბჭოს წევრებისა და საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლებისთვის იმ ახალი პროექტის გაცნობა, რომელსაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის სახელწოდებაა - „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“.
 „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, პროექტი დაეხმარება მოქალაქეებს ხმა მიაწვდინონ საკრებულოსა და მუნიციპალიტეტს, ასევე, უშუალო მონაწილეობა მიიღონ  ქალაქსა თუ დასახლებაში არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში: „პეტიცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებული პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, თუმცა მისი გამოყენების პრაქტიკა, სამწუხაროდ, საქართველოში მწირია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ახალი პროექტი კი შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს მუნიციპალიტეტში თავად შეარჩიონ ყველაზე უფრო პრიორიტეტული პრობლემა, შეიმუშავონ ამ პრობლემის მოგვარების მეთოდები, მოამზადონ პეტიციები, შეაგროვონ ხელმოწერები, დანიშნონ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელი წარმომადგენელი, წარადგინონ პეტიცია და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში“.
არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოვლენილი პრიორიტეტული პრობლემები უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს კომპეტენციას.
პროექტის დახმარებით მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს ცოდნას და გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მოაგვარონ ადგილობრივი პრობლემა პეტიციის მეთოდის გამოყენებით. პროექტის დასრულების შემდეგ კი უკვე დამოუკიდებლად შეძლებენ სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მიზნით პეტიციების წარდგენას და ადვოკატირებას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5180
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები