ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ირაკლი ჭეიშვილმა თანამდებობა დატოვა
09 სექტემბერი 2016
 

დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მიზნით, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა. ამის ვალდებულებას ირაკლი ჭეიშვილს კანონმდებლობა აკისრებდა, რადგან აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიამ -„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - საარჩევნო სიის მესამე ნომრად დაასახელა.
აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ ცნობად მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.
„მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი იმ საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის თერთმეტი წევრი არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქის პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ ამ საკრებულოში“, - აღნიშნა მან კოლეგებთან საუბრისას.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე შეასრულებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5854
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები