ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
უკრაინის დელეგაცია ბათუმის საკრებულოში
22 სექტემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, დღეს უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ახალი პროექტის „საქართველოს გამოცდილება ადგილობრივი თემებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
უკრაინის ადგილობრივი საბჭოს დეპუტატებით, ჟურნალისტებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებითა და განათლების მუშაკებით დაკომპლექტებული დელეგაცია ბათუმს პროექტის მენეჯერის ნატალია ბიკის ხელმძღვანელობით ეწვია. შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში თვითმმართველობის კუთხით გახორციელებული რეფორმებით, განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმის, საჯარო სექტორის საკითხებით და ამ სფეროებში არსებული გამოცდილების გაზიარებით.
შეხვედრას ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინის დელეგაცია მსგავს შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში გამართავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5944
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები