ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.
27 სექტემბერი 2016
 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ და საკრებულოს წევრებმა გმირთა ხეივანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ქალაქის მესვეურები.
27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 23 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.
სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.
ღონოსძიებაზე დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის ინიციატივით, აფხაზეთის ომში დაზარალებულთა და ომში დაღუპულთა 70-ზე მეტ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარის ოდენობით თანხა გადაეცათ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6977
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები