ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ფრანგულ დელეგაციასთან.
04 ოქტომბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა და საკრებულოს წევრმა ზაურ ახვლედიანმა დღეს საფრანგეთის ლუარის რეგიონის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლეს. ლუარის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატებით, ადგილობრივი მეწარმეებითა და არქიტექტორებით დაკომპლექტებული დელეგაცია საკრებულოს ირაკლი ჩავლეიშვილისა და ზაურ ახლედიანის ინიციატივით ეწვივნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ქალაქის ვიცე-მერი ბაგრატ მაველიძე. ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ აჭარის რეგიონალური მოწყობითა და ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებით. შეხვედრის დასრულების შემდგომ საკრებულოს წევრებმა სტუმრებს თვითმმართველობის შენობა დაათვალიერებინეს და მისი ისტორია გააცნეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8515
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები