2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. საკითხები კოლეგებს განსახილველად კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ გააცნო.
მუნიციპალიტეტის 2016 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იყო კომისიის მთავარი განსახილველი თემა, კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.
სხდომაზე, ასევე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერმაკოვისთვის 2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელმოწერილი „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა - სანაპირო ზოლის დაცვა - ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II“ პროექტის დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შორის გასაფორმებელ „თანხის გადაცემის ხელშეკრულების“ ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტზეც იმსჯელეს.
კომისიამ საკითხთა განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მიმდინარე წლის 17 ნოემბერს არის ჩანიშნული, მიზანშეწონილად მიიჩნია.