ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა ბათუმის საკრებულოში
17 ნოემბერი 2016
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.
ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ვანაძემ დეპუტატებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მისი განცხადებით, 9 თვის მაჩვენებლების მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 87,6 პროცენტით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 87,9 პროცენტით შესრულდა. საკრებულომ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომაზე დეპუტატებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მოხელეთა 2017 წლის სასწავლო გეგმის შესახებ იმსჯელეს და წარმოდგენილ განკარგულების პროექტს მხარი დაუჭირეს. განკარგულების მიღების მიზანია მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მათთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა, კვალიფიკაციის ამაღლების მოქნილი სისტემის შექმნა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ერმაკოვს, 2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელმოწერილი „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა - სანაპირო ზოლის დაცვა - ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II“ პროექტის დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შორის გასაფორმებელ „თანხის გადაცემის ხელშეკრულების“ ხელმოწერაზე.
საკრებულოს სხდომას, რომელსაც ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ბათუმის მერიის საქალაქო სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 15145
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები