2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს დარგობრივ კომისიებში ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ეტაპობრივი განხილვა დაიწყო. დღეს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალიწინებულ ქვეპროგრამებზე საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაზე იმსჯელეს.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს. ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნატალია ზაქარეიშვილმა სკოლამდელი განათლების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბიუჯეტის პროექტზე, ხოლო ა ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორმა, ჯონი საბაშვილმა და განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა, ლამზირა ბოლქვაძემ პროფესიულ განვითარებაზე, კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილ ქვეპროგრამებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა, გარკვეული ცვლილებებით და რეკომენდაციებით მერიას უკან 25 ნოემბერს დაუბრუნდება.