ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა საკრებულოში
25 ნოემბერი 2016
 

დღეს ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა კიდევ ერთხელ გაიმართა. სხდომას, რომელსაც მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კომისიის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა უძღვებოდა.
ქალაქის მომავლი წლის ბიუჯეტის პარამეტრები კომისიის წევრებსა და სხდომაზე მოწვეულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ვანაძემ გააცნო. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 135 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და პრიორიტეტულად კვლავ სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო შესაბამისი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას დადგენილ ვადაში, დღესვე დაუბრუნებს.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 15 ნოემბერს შემოვიდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 22854
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები