ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გამოფენა - „ქალები აჭარიდან - მე-20 საუკუნე.
28 ნოემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე და საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა 26 ნოემბერს ბათუმის გენდერის მედიაცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენას "ქალები აჭარიდან - მე-20 საუკუნე" დაესწრნენ. გამოფენის იდეა ცნობილ უფლედამცველს, გენდერული თანასწორობის ქსელის თავმჯდომარეს მანანა მებუკეს ეკუთვნოდა, რომელიც ქალთა პოლიტიკური დაწინაურების თემაზე ორი ათწლეული მუშაობდა.
გამოფენა საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბერიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, იმართება. ბათუმის გენდერის მედიაცენტრი, ქალური სოლიდარობის ნიშნად, საერთაშორისო კამპანიას გამოფენით შეურთდა და საზოგადოებას მე-20 საუკუნეში, რეგიონში მოღვაწე წარმატებული ქალები გაახსენა, ის ქალები, რომლებიც საქართველოს, აჭარის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ღონისძიებაზე გამოფენის გმირებმა თავად ისაუბრეს თავიანთი წარმატების ისტორიებზე.
იგეგმება წიგნის გამოცემაც. გამოფენა "ქალები აჭარიდან - მე-20 საუკუნე" მოძრავია.
ღონისძიებას, რომელიც აჭარის საარქივო სამმართველოს, ბათუმის გარეგანათებისა და კაფე „გარდენსის" მხარდაჭერით მოეწყო, ქ. ბათუმის მერი, მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 23089
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები