2025 წლის 19 ივნისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
სისხლის დონაციის აქცია
29 ნოემბერი 2016
დღეს საკრებულოში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.
სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია და მას ლეიკემიითა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ქალაქის თვითმმართველობა მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც გამართავს.
სისხლის დონაციის აქცია მერიის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული და მისი ჩატარება ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინას“ მედპერსონალმა უზრუნველყო.
მნახველთა რაოდენობა: 21742
ბმულები