2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
საკრებულომ ცნობად მიიღო პირადი განცხადების საფუძველზე ზაურ ახვლედიანისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია ბათუმის ბულვარის სარგებლობასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სსიპ „ბათუმის ბულვართან“ გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება, რომლის თანახმადაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ზღვისპირა პარკი ისევ რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება.
საკრებულოს სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ქ. ბათუმის მრი გიორგი ერმაკოვი, ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.