2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები სასტუმრო „ჰილტონში“, კონფერენციას დაესწრნენ. „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები'' - კონფერენციის მთავარი თემა იყო, რომელიც ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) და „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG), 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვისთვის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება იყო.კონფერენციაზე აჭარის ადგილობრივ თვითმმართველობებში გნდერული ბალანსის მხრივ არსებული პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აჭარის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ევროპულ გამოცდილებასა და ქარტიის საქართველოში დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტმა ლის შანკემ. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია: ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში - პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში. დისკუსიაში მონაწილეობას, რეგიონის საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორი და გენდერულ საკითხებით დაინტერესებული ყველა პირი იღებდა.
აღნიშნული კონფერენცია საქართველოს თვითმმართველობებში ქარტიის დანერგვისთვის გადადგმული კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კონფერენციის სლოგანია - თანასწორობა იძლევა შედეგს!