ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
08 ნოემბერი 2017
 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ქალაქ ბათუმის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.
პრიორიტეტების დოკუმენტი ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ გააცნო, რის შემდეგაც სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და ქვეპროგრამები განხილეს.
ხვალ, 9 ნოემბერს, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტული პროგრამებისა და ქვეპროგრამების, ხოლო 10 ნოემბერს - ინფრასტრუქტურული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხილვაა დაგეგმილი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ქალაქის მერმა 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ბიუჯეტის პროექტთან ერთად საკრებულოს, ასევე, წარედგინება 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2824
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები