ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
22 ნოემბერი 2017
 

დღეს საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის ახალი თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის პროგრამებზე 4,050,200 ლარი შემდეგ პროგრამებზე გადანაწილდება: ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა; ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა; ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა; ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება;ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება; შ.შ.მ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია; ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება, მოქალაქეთა ინდივიდვალური სამედიცინო დახმარება; ქ.ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარება. პროექტის მიხედვით, სოციალური დაცვის პროგრამებზე 8,197, 200 ლარია გამოყოფილი, რომელიც შემდეგ პროგრამებზე გადანაწილდა: კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება; მოწყვლადი ჯგუფის კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა; მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება; მზრუნველობა მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მომვლელის საჭიროების მქონე პირთა დახმარება; მუნიციპალური უფასო სასადილო; დროებითი ღამის თავშესაფარი; საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა; სანიტარული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა, ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულების სანიტარული მონიტორინგი, დეზინსექცია დერატიზაციის ღონისძიებები, მაწანწალა ცხოველების მოვლა–პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძებები. კომისიამ წარმოდგენილი პროექტის განხილვა საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკურ კომისიაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 79
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები