ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
საქართველო ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს
27 ნოემბერი 2017
 

დღეს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობის თავჯდომარემ და მთავრობის წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ქალაქის მერმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა. სასტუმრო „ლეოგრანდთან“ არ წყდება მოქალაქეების ნაკადი.
„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ეს არის უმძიმესი ტრაგედია და ჩვენ ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“, ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. დაიღუპა 11 და დაშავდა 22 ადამიანი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა გლოვის დღედ გამოცხადდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 54
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები