ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამები იზრდება
28 ნოემბერი 2017
 

დღეს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე იმსჯელეს. წარმოდგენილი პროექტით, 2017 წლის ბიუჯეტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის რიგ პროგრამებშია ცვლილება, კონკრეტულად კი იზრდება C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება და მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების დაფინანსება. კომისიამ წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 65
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები