ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
29 ნოემბერი 2017
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა. დღის წესრიგის დამტკიცებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულ მოქალაქეებს. დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება გახორციელდება 2017 წლის ბიუჯეტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის რიგ პროგრამებში, კერძოდ, იზრდება C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება და მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების დაფინანსება. განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით იზრდება სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ხარჯები. წარმოდგენილი პროექტით იზრდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, ასევე, კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინასება. 2017 წლის ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების, ასევე, საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლებისა და ტენდერების დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე შეიცვალა, რამაც სხვადასხვა ქვეპროგრამაში ცვლილება გამოიწვია. წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის - როინ ზოიძის უფლებამოსილების ცნობისა და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში შესატანი ცვლილების საკითხებს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ბათუმის ვიცე-მერი, მერის მოადგილე, ბათუმის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 101
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები