ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
საარქივო მასალების პრეზენტაცია
06 დეკემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს აჭარის საარქივო სამმართველოში რუსეთის სახელმწიფო ისტორიული არქივიდან შემოტანილი საარქივო დოკუმენტების პრეზენტაციას დაესწრნენ. აღნიშნული საარქივო მასალები ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელშეწყობითა და პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ბადრი კაკაბაძის ფინანსური დახმარებით ჩამოიტანეს. საარქივო დოკუმენტების ნუსხაში წარმოდგენილ მასალებზე ისაუბრა საარქივო სამმართველოს დირექტორმა მაკა ივანიშვილმა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი მასალების შესწავლა მნიშვნელოვნია როგორც ჩვენი ქალაქისა და რეგიონის, ასევე, საქართველოს ისტორიოგრაფიისთვის. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარაში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 43
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები