ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარემ აზერბაიჯანის კონსულს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2017
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში რაშად ისმაილოვს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. რაშად ისმაილოვმა სულიკო თებიძეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა მიულოცა და ახალი მოწვევის წარმომადგენლობით ორგანოს წარმატებები უსურვა. შეხვედრისას საკრებულოს თავმჯდომარემ და კონსულმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს აზერბაიჯანელმა დიპლომატმა და ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელმა ერთმანეთს სიბოლური საჩუქრები გადასცეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3210
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები