ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ასამბლეა
11 დეკემბერი 2017
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს თბილისში გამართულ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნულ ასამბლეას დაესწრო. ასამბლეაზე ასოციაციის ახალ პრეზიდენტი აირჩიეს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში "NALAG"-ს თბილისის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

დღესვე საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებიც დაამტკიცეს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა და მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3044
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები